²ٱÆÊÓƵapp

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

საუნივერსიტეტო ცხოვრება სტუდენტ᳥ბისთვის ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ისინი ჩვენს აუდიტორიებში ეუფლებიან მომავალ პროფესიებს და სპეციალიზაციის კვალდაკვალ სწორედ აქ, ამ დროს ფორმირდება მათი ბიოგრაფიის სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, ემოციური და მორალური წახნაგები. ცხადია, ჩვენთვის თითოეული ეს ასპექტი გამოწვევაა, რამდენადაც ჩვენი უმთავრესი მიზანი კურსჸ§ƒ�მთავრ᳥ბულ᳥ბის რეალიზება და განვითარებაა. ამდენად, დატვირთული აკადემიური კალენდრის პარალელურად, ²ٱÆÊÓƵapp-ში ადმინისტრაციისა და სტუდენტების ორგანიზებით, ბევრი სახალისო, სპორტული, ინტელექტუალური და სოციალური ღონისძიება იმართება. ²ٱÆÊÓƵapp დიდი ყურადღებით ეკიდება სტუდენტებისგან წამოსულ ინიციატივას. სწორედ ახალგაზრდების სურვილითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით იწყება ხოლმე იდეების გარშემო გაერთიანება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება, შემოქმედებითი თუ სპორტული გუნდების ჩამოყალიბება: , , ²ٱÆÊÓƵapp-ს სპორტული გუნდები. ასე იქმნება მოხალისეობრივი გაერთიანებები, როგორიცაა . იგეგმება ექსკურსიები, შემოქმედებითი თუ სახალისო კონკურსები. გთავაზობთ ამ გამოცდილებათა მცირე კოლაჟს, რომელიც ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტურ ცხოვრებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.

ღონისძი᳥ბ᳥ბი

²ٱÆÊÓƵapp-ში სხვადასხვა საინტერესო და ზოგჯერ სპონტანურად დაგეგმილ ერთად არსებობს დღეები, რომელთა აღნიშვნაც წლებთან ერთად ტრადიციად ჩამოყალიბდა. რეგისტრაციის დღე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველასგან გამორჩეული და სახალისოა. ²ٱÆÊÓƵapp-ს მორთული ეზო, ³Ҵ¡±«ბ᳥ნდის კონცერტი, თბილი დახვედრა, ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტის მისალმება და სიმბოლური საჩუქრები უნივერსიტეტის გაცნობისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას პირველკურსელებისთვის პირველ სასიამოვნო შთაბეჭდილებად აქცევს. ამ პოზიტიური ემოციის გაძლიერებას ემსახურება ²ٱÆÊÓƵapp Welcome Party, რომელიც ყველა კურსის სტუდენტს განსაკუთრებულ წვეულებაზე აერთიანებს. ახალ წელს ²ٱÆÊÓƵappელები მუდამ ერთად ხვდებიან. დეკემბრის ბოლოს წლის შემაჯამებელი საღამო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მხიარული და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაა.

²ٱÆÊÓƵappზიარე სიყვარული - ამ სლოგანით სტუდენტები ვალენტინობას აღნიშნავენ. პოეზიის საღამოები და საინტერესო სპიკერებთან ინტერაქციული შეხვედრები თემატური თამაშებით, საჩუქრებით, ³Ҵ¡±«ბ᳥ნდის რომანტიკული მუსიკითა და საზეიმო მიღებით სრულდება.

შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - მადლიერების დღე - ²ٱÆÊÓƵapp-ში საგანგებოდ აღინიშნება. მადლიერების თემატიკით გაერთიანებულ აქტივობებში, როგორც წესი, სიამოვნებით ერთვებიან აშშ-ის ელჩი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ინდაურის შეწყალების თეატრალიზებული პერფორმანსი მადლიერების დღის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაწილია.

²ٱÆÊÓƵapp-ში განსაკუთრებულად ემზადებიან ქართულ-ამერიკული მეგობრობის - დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების - დღის აღსანიშნავად. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ორი ქვეყნის ჰიმნებს ³Ҵ¡±«ბ᳥ნდის წევრები ასრულებენ, თუმცა 2017 წელს ამერიკის ეროვნული ჰიმნი ²ٱÆÊÓƵapp-ში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის მეუღლემ, ფრანჩესკა კელიმ შეასრულა. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-ამერიკის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს - განათლების - მნიშვნელობას.

კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა, რომელსაც სიხარულთან ერთად გამომშვიდობების სევდა ახლავს.

სპორტი ²ٱÆÊÓƵapp-ში

სპორტი ²ٱÆÊÓƵapp-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ელჩების ინიციატივით დაფუძნდა შიდა სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ჭადრაკი და სხვა). გარდა შიდა აქტივობებისა, ამ ფორმატის მიზანია გამოვლინდეს ²ٱÆÊÓƵapp-ს ჩემპიონი სპორტის შესაბამის სახეობაში და შემდგომში, ²ٱÆÊÓƵapp-ს სახელით, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტთაშორის ტურნირებში. მწვრთნელებთან ერთად ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებმა უკვე არაერთი გადამწყვეტი თამაში მოიგეს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ²ٱÆÊÓƵappელებს შორის რალის მოყვარული და პროფესიონალი მრბოლელებიც არიან. ²ٱÆÊÓƵapp სპორტული აქტივობების წახალისებით ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ²ٱÆÊÓƵapp-ში უკვე ტრადიციაა. პარტნიორი კომპანიები გამარჯვებულთათვის სოლიდურ პრიზებს აწესებენ და თამაშიც პროფესიონალ წამყვანს მიჰყავს. ჯანსაღი კონკურენცია და აზარტი, სტუდენტების მაღალი ჩართულობა და ინტელექტის განვითარება ამ თამაშის მთავარი ხიბლია.

საჯარო ლექციები

²ٱÆÊÓƵappღე კარი გამოწვევებს - ასე ჰქვია , რომელიც ყოველთვიურად საინტერესო თემასა და მომხსენებელს მასპინძლობს. მოწვეული სტუმრები ²ٱÆÊÓƵappელების ინტერესების მიხედვით შერჩეული სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და აზრის ლიდერები არიან, რომლებიც სტუდენტებს მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ტრენერები ინტერაქციულ შეხვედრებს აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო თემებზე მართავენ. ²ٱÆÊÓƵapp-ს საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.


სოციალური პასუხისმგებლობა

²ٱÆÊÓƵapp მუდმივად ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს, დისკუსიებს მართავს მწვავე საკითხებზე და აქტიურად ერთვება პრობლემების აღმოფხვრის პროცესში იურიდიული, მატერიალურ-ტექნიკური გზით თუ სტუდენტების მოხალისეობრივი მონაწილეობით. ეს ყველაფერი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერასთან ერთად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება („²ٱÆÊÓƵappფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე სვლა“; „ჩვენი გმირები - კალენდარი 2018“; „კათარზისი“; „²ٱÆÊÓƵappხალისეთ ერთმანეთს ახალი წელი“; „²ٱÆÊÓƵappფრთხილდი ბუნებას, ცხოველებს, ადამიანებს!“; ...).


თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ

თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ - ეს ტრადიცია ²ٱÆÊÓƵapp-ში 2016 წლიდან დამკვიდრდა. ორდღიანი გასვლითი ღონისძი᳥ბ᳥ბი მეორე კურსის სტუდენტ᳥ბისთვის ეწყობა. არაფორმალურ გარემოში გამართული ტრენინგების, სახალისო პროექტებზე მუშაობის, საზეიმო ვახშამისა და გასართობი პროგრამის შემდეგ სტუდენტები ²ٱÆÊÓƵapp-ში, როგორც წესი, სასარგებლო ინფორმაციით და გუნდური სულისკვეთებით გაერთიანებულები ბრუნდებიან.




ექსკურსიები

ექსკურსიები ²ٱÆÊÓƵapp-ში სისტემატურად იმართება. ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ელჩების ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით საექსკურსიო კალენდარი სწავლის დაწყებასთან ერთად იგეგმება. ეს აქტივობები სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა მხარის შემეცნებასთან ერთად ერთმანეთის გაცნობასა და დამეგობრებაში ეხმარებათ. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია კი ზაფხულში ჯომარდობის ტურს უკავშირდება, რომელიც საჩუქრად ახალი წლის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა