³Ҵ¡±«ბ᳥ნდი

³Ҵ¡±«ბ᳥ნდი ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ²ٱÆÊÓƵapp-ს ღონისძიებების მუსიკალური გაფორმება მუდამ გამოირჩევა გემოვნებიანი, ხარისხიანი მუსიკით, რადგან ბენდის შემადგენლობაში ნიჭიერი ახალგაზრდები - ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტები - პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსები არიან.
³Ҵ¡±«ბ᳥ნდი ახალი შემადგენლობით 2014 წლის დეკემბერში თვითმმართელობის ორგანიზებით შეიკრიბა, სწორედ ამიტომ 24 დეკემბერს ბენდის დაბადების დღე აღინიშნება. ჯგუფს ახალი წევრები შესარჩევი კონკურსის შედეგად ყოველწლიურად ემატებიან. ზოგიერთი მათგანი ცნობილი მუსიკალური პროექტისა თუ მეგაშოუს ფინალისტია.
, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ცხოვრების გალამაზებისთვის: ვერიკო ჭელიძე, სანდრო კახიძე, ავთანდილ კახიძე, დემნა ამაშუკელი, ნინა მირგოროდსკაია, ირაკლი აბაშიძე, სოფო შერგელაშვილი, ნიკა ომიაძე, ნანუკა კობახიძე, ტატო მოთიაშვილი, ლუკა მირიანაშვილი, ხატია ქინქლაძე, ლაშა მურმანიშვილი, ინგა ნაფეტვარიძე.
³Ҵ¡±«ჸ§ƒ�სი

სამსახიობო ნიჭით გამორჩუელი ²ٱÆÊÓƵappელები ტრადიციულად საინტერესო და თანამედროვე სპექტაკლებს გვთავაზობენ. სტუდენტური დასი 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და 30-მდე სტუდენტი გააერთიანა. ამ იდეის ავტორი ერთ-ერთ ²ٱÆÊÓƵappელს, თათია მამაცაშვილია და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელსაც სათავეში ორი ახალგაზრდა რეჟისორი - ხატია სულაბერიძე და ვახო ძიგავა - ჩაუდგა. მუშაობის პროცესში პიესების შემქნა-ადაპტაცია სპეციალურად ²ٱÆÊÓƵappელებისთვის ხდება. ხანგრძლივი და შრომატევადი რეპეტიციების შემდეგ პრემიერები იმართება ისეთ სცენებზე, როგორიცაა პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, ახმეტელის თეატრი და სხვა. უკვე საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საგანგებო პერფორმანსებს თუ პოეზიის საღამოებს სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებშიც მართავს.