ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ომბუდსმენის ინსტიტუტი 2018 წლის მარტიდან მოქმედებს. ეს არის ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტებზე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე ორიენტირებული შიდა რესურსი, რომელიც მათ უნივერსიტეტის შიგნით ომბუდსმენის წესდებით განსაზღვრული საკითხებისა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპებს წარმოადგენს: დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობა.
რაში დაგეხმარებათ ²ٱÆÊÓƵapp&²Բú²õ±è;áƒ×ǃ›ბუჸ§ƒ¡მ᳥ნი?
- თუ თქვენ გსურთ, მოისმინოთ გარეშე პირის აზრი, ან გჭირდებათ ადამიანი, ვისაც გაანდობთ პრობლემებს და ვისგანაც მიიღებთ რჩევას მოქმედების სამომავლო მიმართულების შესახებ;
- თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება რთული საკითხის გადაჭრაში, რომელსაც მარტო ვერ უმკლავდებით;
- თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ;
- თუ თქვენ ხართ ჩართული კონფლიქტში, რომელიც გავლენას ახდენს უნივერსიტეტში თქვენს სწავლასა თუ მუშაობაზე;
- თუ თქვენ გჭირდებათ შუამავალი ან მხარდამჭერი;
- თუ თქვენ არ იცით, ვის მიმართოთ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად.
თავისი მოვალეობების შესრულების მიზნით ომბუდსმენს აქვს უფლება, დაამუშავოს პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია. ომბუდსმენს ასევე შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით.
საკითხის გადაჭრის დრო დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე.
²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენი ყოველწლიურად მოამზადებს ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ და წარუდგენს ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენის ბროშურას.
გაეცანით ²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენის წ᳥სდებას
კონტაქტი:
²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან შეხვდეთ პირადად (აუცილებელია მიაწოდოთ ხელმოწერილი მიმართვის ფორმა). რეკომენდებულია შეხვედრის წინასწარი დაგეგმვა.
ომბუდსმენის სამუშაო საათებია: სამშაბათი 12:00 – 16:00 სთ.