ٱƵapp

ٱƵapp & IPAG სამაგისტრო პროგრამა (Double Degree MBA)

ბიზნესის სკოლა

ٱƵapp & IPAG სამაგისტრო პროგრამა (Double Degree MBA)

ٱƵapp-ს სამაგისტრო პროგრამას ოფიციალურად დაემატა ორმაგი კვალიფიკაციის (Double Degree) შესაძლებლობა ფრანგულ უნივერსიტეტთან — IPAG-ის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

IPAG-ის ბიზნეს სკოლა წარმოადგენს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ სრულად აკრედიტებულ, კერძო, უმაღლეს სასწავლებელს, რომლის მთავარი ოფისი პარიზში მდებარეობს. უნივერსიტეტი აღიარებულია საერთაშორისო ბიზნესგანათლების სივრცეში მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით.

სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ:

  • ორი დიპლომი — ٱƵapp-სა და IPAG-ის ბიზნეს სკოლისგან;
  • ერთწლიანი სწავლა და ცხოვრება საფრანგეთში, პარიზში, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში;
  • გაძლიერებული კარიერული პერსპექტივები ევროპულ და გლობალურ შრომის ბაზარზე.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი. ორმაგი დიპლომის მიღებისთვის სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 60 კრედიტი IPAG-ის ბიზნეს სკოლაში სწავლისას.

2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის სრული ღირებულებაა 21,800 ევრო (ეკვივალენტი ლარში).


ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ მითითებულ ლინკზე:

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მეილებზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარია არქანია

მარია არქანია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 574 735 573
(+995 32) 220 65 20 (207)
mariaarkania@gau.edu.ge

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობისა, რომლებმაც მიიღეს ბაკალავრის დონის განათლება ან მისი ეკვივალენტი უცხოეთში და წარადგინეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს IPAG-ის მიერ განსაზღვრულ ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნას: IELTS-ის საერთო ქულა არანაკლებ 6 ან TOEFL-ის არანაკლებ 80 ქულა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს გასაუბრება სპეციალობაში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა