პრáƒ×dz¥ქტები
კონსტიტუციონალიზმის და კულტურის დიალოგი
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
პროექტის ტიპი: სამცნიერო-კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2026-2027
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს კვლევით პროექტს „კონსტიტუციონალიზმისა და კულტურის დიალოგი“, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ზაზა რუხაძე. პროექტის მიზანია კულტურასა და კონსტიტუციონალიზმს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა, კერძოდ, იმის გაანალიზება, თუ როგორ მოქმედებს კულტურული ღირებულებები, ისტორიული გამოცდილება და საზოგადოებრივი ცნობიერება კონსტიტუციური წესრიგის ჩამოყალიბებაზე, განვითარებასა და შენარჩუნებაზე. კვლ᳥ვა აერთიანებს სამართლებრივ, ისტორიულ და კულტურულ პერსპექტივებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ გამოცდილებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო მონოგრაფიის მომზადება გამოსაცემად, თემატური სემინარების ჩატარება, სამეცნიერო სტატიისა და სასწავლო მასალების შემუშავება, ასევე კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში გავრცელების ხელშეწყობა. პროექტი მიზნად ისახავს კონსტიტუციონალიზმის ინტერდისციპლინური კვლევის განვითარებას, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობას და კვლევითი შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.