რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე
პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2024
2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე“. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამეცნიერო პლატფორმის – „განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ მიერ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურის მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში თავი მოიყარეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან ჩამოსულმა 70-ზე მეტმა მეცნიერმა და ექსპერტმა, რომელთა კვლევისა და პროფესიული ინტერესების სფერო მოიცავს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას, უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და რეგიონულ სტაბილურობას.
ღონისძიებაზე განხილული თემები განსაკუთრებით აქტუალური იყო მიმდინარე საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე. სესიებზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ახალი მსოფლიო წესრიგი და მის წინაშე არსებული გამოწვევები; რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გრძელვადიანი შედეგები აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის; საქართველოს როლი რეგიონული თანამშრომლობის პროექტებში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში ღია დისკუსიების წარმართვა ნამდვილად და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი იდეების გენერირებასა და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ დიალოგის გაღრმავებას. გარდა ამისა, სამეცნიერო პლატფორმამ მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ქსელები.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემა“ ფარგლებში.