²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

²ٱÆÊÓƵapp-ს ნაძვის ხეების კონკურსი

²ٱÆÊÓƵapp-ს ნაძვის ხეების კონკურსი

ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

²ٱÆÊÓƵapp-ში წელს პირველად გაიმართა ნაძვის ხეების კონკურსი, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოთხივე სკოლა ჩაერთო. სტუდენტთა გუნდები ერთმანეთს კრეატივში შეეჯიბრნენ და თემატური ნამუშევრები შექმნეს. მათ თანაბარი ბიუჯეტით ორიგინალური მოსართავები შეიძინეს და ჟიურის სამ წევრს საკუთარი კონცეფციით აწყობილი ნაძვის ხე წარუდგინეს.

სტუდენტების დიზაინი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც გაუ-ს პრეზიდენტი - მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - სოფო შუბლაძე და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა იყვნენ. ჟიურიმ ერთხმად აირჩია გამარჯვებული გუნდი, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები აღმოჩნდნენ. მათ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს და გაუ-ს ფერებში გადაწყვეტილი ნაძვის ხე აგურებით, ჭანჭიკებითა და სამშენებლო მასალებით მორთეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ:

  • სოსო ნერსეზაშვილი
  • გიორგი წულაძე
  • თეონა ბიძიშვილი
  • სოფო ჯინორიძე
  • დავით გაჩეჩილაძე
  • სანდრო თვალიაშვილი
  • მარიამ მუხაშავრია 

იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი ნაძვის ხეებიც ძალიან საინტერესოდ იყო შესრულებული, ჯომარდობის ფედერაციისგან დაწესებული პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა ღონისძიების მსვლელობისას გაზარდა - დავით ქაცარავამ არაჩვეულებრივი საჩუქარი - ჯომარდობის ტური - ყველა მონაწილეს გადასცა. გამარჯვებულ გუნდს კი დამატებით თავგადასავალს დაჰპირდა - ისინი გაზაფხულზე „ღამის რაფტინგზეც'' გაემგზავრებიან.

საახალწლო საჩუქრები სტუდენტებს გაუ-ს ადმინისტრაციისგანაც გადაეცათ. ასევე პრიზები რჩეულ მონაწილეებს კომპანია ''Gino paradise”-მა გადასცა.

ნაძვის ხეების ფესტივალზე კონკურსგარეშე ნამუშევარი გაუ-ს სტუდენტების კიდევ ერთმა გუნდმა წარმოადგინა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლედამცველ ორგანიზაციასთან „ვომეგობროთ''. ეს იყო უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთათვის შექმნილი ნაძვის ხე, რომელსაც ბრაილის ანბანით აწერია „გილოცავთ ახალ წელს - სიყვარულით „ვიმეგობროთ'' & ²ٱÆÊÓƵapp

²ٱÆÊÓƵapp არ ²ٱÆÊÓƵapp-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

²ٱÆÊÓƵapp ბენდი

გაუ-ში სტუდენტების ბენდი შეიკრიბა. სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და საახალწლო სიმღერებით ღონისძიებაზე შემდეგი სტუდენტები წარდგნენ:

  • სანდრო კახიძე
  • სოფო შერგელაშვილი
  • ირაკლი აბაშიძე
  • დემნა ამაშუკელი
  • ვერიკო ჭელიძე
  • ნიკა ომიაძე
  • ნინა მირგოროდსკაია

²ٱÆÊÓƵapp Secret Santa

²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტებმა უკვე ტრადიციად ქცეული Secret Santa ითამაშეს და საიდუმლო დამსაჩუქრებლის ვინაობა სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში გაიგეს.

²ٱÆÊÓƵapp ყველა სტუმარს გლიტვეინით გაუმასპინძლდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა