ფინანსური მენეჯმენტის კურსზე II ნაკადმა სწავლა დაიწყო
პარასკევი, 06 თებერვალი, 2026
ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსზე II ნაკადმა 3 თებერვალს სწავლა დაიწყო.
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსის სტუდენტებს ექნებათ ადგილობრივი და საერთაშორისო თანამედროვე ფინანსების ფუნდამენტური ცოდნა. ისინი მიიღებენ ან/და გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა: კორპორატიული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.
კურსის სტუდენტებს პროფესიულ განვითარებას და საინტერესო გამოცდილებას ვუსურვებთ!