ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გუნდმა ٱƵapp AMEE 2026-ზე წარადგინა -სამედიცინო განათლების სფეროში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 22–26 აგვისტოს ვენაში, Austria Center Vienna-ში გაიმართა.
ხუთდღიანი კონფერენციის ფარგლებში ٱƵapp-ს მედიცინის სკოლის წარმომადგენლები გაეცნენ სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და შეფასებაში, სიმულაციური სწავლება, თანამედროვე კურიკულუმის დიზაინი და სამედიცინო განათლების განვითარების სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
AMEE 2026-ში მონაწილეობა ٱƵapp-ს მედიცინის სკოლის გუნდს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გამოცდილება და სამედიცინო განათლების უახლესი მიდგომები სასწავლო პროცესის განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში გამოიყენოს.