ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015
შაბათი, 28 თებერვალი, 2015
27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. ²ٱÆÊÓƵapp ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - ²ٱÆÊÓƵapp 10 წლის ხდება.
საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები ²ٱÆÊÓƵapp-ს სკáƒ×ǃšების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები ²ٱÆÊÓƵapp-ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა ²ٱÆÊÓƵapp-ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები ²ٱÆÊÓƵapp-ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.
განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.
პავილიონში „მოსიარულე ²ٱÆÊÓƵapp-ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი ²ٱÆÊÓƵapp-ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები ²ٱÆÊÓƵapp-ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.
27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე ²ٱÆÊÓƵapp ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.