²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

საორიენტაციო შეხვედრა აბიტური᳥ნტებისთვის

საორიენტაციო შეხვედრა აბიტური᳥ნტებისთვის

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

1 მარტს (2017) ²ٱÆÊÓƵapp-ში აბიტურიენთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ღია კარის დღე ²ٱÆÊÓƵappბენდმა გახსნა. სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიაწოდა, ახალ საფასო პოლიტიკაზე კი ²ٱÆÊÓƵapp-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ნინო ტორონჯაძემ ისაუბრა. გაიმართა გათამაშება და ²ٱÆÊÓƵapp-ს სასწავლო ვაუჩერი სამ იღბლიან აბიტურიენტს გადაეცა. შემდეგ კი სტუმრებმა დეკანების კაბინეტებში გადაინაცვლეს.

ყველა მშობელსა და აბიტურიენტს მიეცა საშუალება მისთვის საინტერსო ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. მათ კითხვებს უპასუხეს ბიზნესის სკოლის დეკანმა - თემურ ტორონჯაძემ, სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა - ზაზა რუხაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა - რუსუდან ციციშვილმა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა - კოტე კულიჯანოვმა.

შეხვედრა დასრულდა ტურით ²ٱÆÊÓƵapp-ში, რომელსაც ²ٱÆÊÓƵapp-ს ელჩებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა