2021 წლის 24 დეკემბრის საახალწლო წვეულება, ²ٱÆÊÓƵapp-ს მრავალწლიან ღონისძიებათა სიაში ყველაზე მეგობრული, მყუდრო და ჯადოსნური საღამოს სახელით ჩაიწერა.
²ٱÆÊÓƵapp-მ დიდი სიხარულითა და რეგულაციების სრული დაცვით უმასპინძლა მონატრებულ სტუდენტებს.
საახალწლო ღონისძიება უამრავი დასამახსოვრებელი მომენტით გამოირჩეოდა. ჯადოსნურ ატმოსფეროს კოცონი, გლინტვეინი, ცოცხალი მუსიკა და ერთმანეთის ნახვით მონატრებული სტუდენტები ქმნიდნენ. ახალი წლის წვეულება მუსიკალურად გააფორმეს Frosting Bites-მა და ჩვენი სტუდენტებისგან შემდგარმა ბენდმა, რომლის სადებიუტო გამოსვლასაც უმასპინძლა ²ٱÆÊÓƵapp-მ.
საღამო დასრულდა ტრადიციულად ტორტის გაჭრით, საჩუქრებით, ფოიერვერკით, დასამახსოვრებელი ფოტოებითა და იმ აზრის გაჟღერებით, რომ ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს!