²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შედეგად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და სტუდენტური წლებიდანვე დაიწყონ კარიერული განვითარება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ²ٱÆÊÓƵappელები სტაჟირების იუსტიციის სახლში გაივლიან. 

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლობჯანიძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა. მან ²ٱÆÊÓƵappელებს იუსტიციის სახლის მოქმედი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მადლობას უხდის იუსტიციის სახლს თანამშრომლობისთვის.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა