²ٱÆÊÓƵapp-ში პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართება
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 16 სექტემბერს 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართება.
ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირველკურსელები უნივერსიტეტში შეიკრიბებიან, სადაც მათ ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტი და სკáƒ×ǃšების დეკანები მიესალმებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და უნივერსიტეტში სწავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მათ ასევე ელოდებათ გათამაშებები და სხვადასხვა სიურპრიზი.
პირველკურსელთა საზეიმო მიღება 16 სექტემბერს, 12:30 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები უნივერსიტეტს ჩააბარებენ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მხოლოდ ვაჟებისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3x4) და ფოტოს ელექტრონული ვერსია - CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 21 სექტემბერს დაიწყება.
²ٱÆÊÓƵapp პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და 16 სექტემბერს საზეიმო მიღებაზე ელოდება.