²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

კვირა, 18 დეკემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

უკვე ორი თვეა, რაც ²ٱÆÊÓƵapp-ში შიდა ოლიმპიადების ციკლი ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა, 18 დეკემბერს (2016) კი საფინალო შეხვედრა გაიმართა ორ ყველაზე ძლიერ გუნდს შორის: ,,აზრი არ აქვს'' ,,კოპალა და ბიჭები''. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ილტვოდა და მღელვარება დიდი იყო, თამაში თავიდანავე დაძაბულად წარიმართა. თამაშის მიწურულს კი საზეიმოდ დასახელდა გამარჯვებული გუნდი. ²ٱÆÊÓƵapp-ელ ოლიმპიელებს გადაეცათ დაპირებული პრიზები და ²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა თასი. დაჯილდოებას ესწრებოდა ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი.

მაშ ასე, ²ٱÆÊÓƵapp-ს პირველი შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახლავთ ბიზნესის სკოლის გუნდი: „კოპალა და ბიჭები“. გუნდის კაპიტანი კი ჯემალ ბერიძე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გენო ზარია 15 გოლით. 

ჩვენ ვულოცავთ გენოს და მისი გუნდის ყველა წევრს გამარჯვებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მომავალშიც ჩაერთვებიან ²ٱÆÊÓƵapp-ს სპორტულ ღონისძიებებში და გარესაუინივერსიტეტო აქტივობებში. 

სამომავლო სპორტული ტურნირების შესახებ ინმფორმაციას, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ²ٱÆÊÓƵapp-ს ოფიციალური Facebook და Web გვერდებიდან შეიტყობთ, ველით თქვენს ჩართულობას. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა