²ٱÆÊÓƵappSportify - გამოხატე შენი სპორტული სულისკვეთება და გაუმრავალფეროვანდი!
ჩვენ ვაერთიანებთ მრავალფეროვნებას, ვიზიარებთ სპორტის, გუნდურობისა და საერთაშორისო სტუდენტური კავშირების მნიშვნელობას. ამიტომ შევქმენით ²ٱÆÊÓƵapp-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთის ჩემპიონატმა 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები გააერთიანა.
18-22 აპრილს, სპორტულ მარათონში მონაწილეობას ²ٱÆÊÓƵapp-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის მედიცინის აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები იღებდნენ.
ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა Open Hearts ღირსეული მეტოქეობა გაუწია თბილისის მედიცინის აკადემიის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდს Hustlers, რომელიც საქართველოში პირველი საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამე საპრიზო ადგილი კი ²ٱÆÊÓƵapp FC-მ დაიკავა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილე გუნდს წარმატებულ, ენერგიულ და შეუპოვარ ასპარეზობას!
²ٱÆÊÓƵapp-ს სპორტული მარათონი იმპულსია, ²ٱÆÊÓƵappSportify!