ٱƵapp-ში მშენებლობის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვა გაიმართა
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ٱƵapp) 26 ივნისს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მშენებლობის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სკოლის დეკანი, ვიცე-დეკანები და პროფესორები ესწრებოდნენ.
ٱƵapp-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა სტუდენტებს თანამედროვე, პრაქტიკულ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. სკოლა გამოირჩევა ინოვაციური IT ლაბორატორიით (GeoLab), მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრით, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.
სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ჰაკათონებში, მასტერკლასებში, საინფორმაციო სესიებში, სტუდენტურ პროექტებსა და კლუბების საქმიანობაში.
ٱƵapp გთავაზობთ მრავალფეროვან დაფინანსებისა და სტიპენდიების პროგრამებს, მათ შორის Top გრანტს, სოფო შუბლაძის 5000-ლარიან სტიპენდიას, GPA-ის მიხედვით შიდა დაფინანსებასა და ოთარ ჩაკვეტაძის სახელობის სტიპენდიას.
აირჩიე ٱƵapp - აირჩიე 120!