2 მაისს (2019) ²ٱÆÊÓƵapp-მ უმასპინძლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი როს უილსონი ესწრებოდა.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. მას შემდეგ, წლიდან წლამდე ძლიერდება და ღრმავდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა. ²ٱÆÊÓƵapp-ში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილისა და ელჩი როსს უილსონის მისალმებასთან და ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტების მიერ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებასთან ერთად, ღონისძიება ასევე მოიცავდა ²ٱÆÊÓƵapp-სა და აშშ-ის ერთობლივი პროექტების პრეზენტაციას, რომელთა შორისაა ²ٱÆÊÓƵapp-ში შექმნილი და პალიტრა ლ-ის მიერ გამოცემული უნიკალური კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“: კრებული ორენოვანია და თარგმანზე ამერიკელმა ქართველოლოგმა, ერიკ თეოფან ჰალვორსონმა იმუშავა.
ღონისძიებას ცოცხალი მუსიკით აფორმებდა ²ٱÆÊÓƵapp-ბენდი, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო თემატურ თამაშებში და დაეგემოვნებინა ქართული და ამერიკული ტრადიციული კერძები.
ღონისძიება დასრულდა პერფორმანსით: ²ٱÆÊÓƵapp-ს IT ლაბორატორია „ჯეოლაბის“ ბინადარი რობოტის ცეკვითა და სტუდენტური ფლეშმობით.