²ٱÆÊÓƵapp

THANKSGIVING 2016

სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

22 ნოემბერს (2016) ²ٱÆÊÓƵapp-ში ამერიკული ეროვნული დღესასწაული - მადლიერების დღე - აღინიშნა. აქცია „მადლიერება ძალაა“ სახალისო შეხვედრის, მუსიკის, ქველმოქმედების, სიმბოლური თეატრალიზებული პერფორმანსისა და მადლიერების გამოხატვის ტრადიციის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტს, რ. მაიკლს ქაუგილს, რომლის გამოსვლაც მადლიერების დღის ტრადიციის თემას მიეძღვნა, ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტებმა ახალი თანამდებობდა - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი მიულოცეს და გადასცეს სიმბოლური საჩუქარი წარწერით: Double PresidenT – Double Citizen. ²ٱÆÊÓƵappელებს ეს დღე საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა მიულოცა, გაესაუბრა ამერიკელ კადეტებს, რომლებიც ²ٱÆÊÓƵapp-ში ერთსემესტრიან სასწავლო კურსს გადიან. ღონისძიებას მუსიკალურად ტრადიციულად ²ٱÆÊÓƵappბენდი აფორმებდა, რომელიც ახალი წევრების არჩევის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვან რეპერტუარს გვთავაზობს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე სხვა ხელნაკეთ ნივთებთან ერთად წარმოდგენილი იყო უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნახატები. იმის გათვალისწინებით, რომ მადლიერების დღესასწაული თავისი არსით ქველმოქმედებასა და მიუსაფართა დაპურებას უკავშირდება, შემოსული თანხით ²ٱÆÊÓƵapp-მ ღონისძიების შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ვიქტორინაში მადლიერების დღის თემაზე და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე მათგანმა საჯაროდ გამოხატა მადლიერება და ყველა სტუმარი ჩაერთო სიმბოლურ ცერემონიაში - ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები გააკეთეს და ცაში გაუშვეს საკუთარი სურვილები თუ მადლიერება.

ამ დღეს ამერიკული ტრადიციაც შესრულდა - მსახიობების მიერ წარმოდგენილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც ქართველი გადარჩენილი ბატი ტასიკოსა და ამერიკიდან გამოქცეული ინდაურის დამეგობრების ამბავს მოგვითხრობდა, ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტმა ეს ინდაური შეიწყალა და ამერიკის ელჩის მოადგილესთან ერთად ინდაურის ფორმის საზეიმო ტორტი დაჭრა. მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც აქციის ორგანიზებასა და შესრულებაში ჩაერთო და ყველას გისურვებთ მადლიერების ძალას. ²ٱÆÊÓƵappზიარე მადლობა - მადლიერება ძალაა!

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=M1FBQF01tds&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epirwo0ioEmMIuI&index=3

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა