²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია ²ٱÆÊÓƵappელებისთვის 18-19 მარტი

გასვლითი ლექცია ²ٱÆÊÓƵappელებისთვის 18-19 მარტი

კვირა, 19 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

მხიარულება ავტობუსშივე დაიწყო. ²ٱÆÊÓƵapp-ს მესამე კურსის სტუდენტები 18-19 მარტს (2017) გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა ²ٱÆÊÓƵappელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

²ٱÆÊÓƵappელებს სადილად ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე ეწვივნენ. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ ²ٱÆÊÓƵappCHER-მა ანუ ²ٱÆÊÓƵappელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 19 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

ამ ტრენინგით დაიწყო ²ٱÆÊÓƵappელებისთვის კამპუსური გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა