საახალწლო ღონისძიება, ბენდის დაბადების დღე და მარსის ნაძვის ხეების კონკურსი
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი, 2015
2015 წელი ²ٱÆÊÓƵappელებმა ერთად და მხიარულად გააცილეს. 24 დეკემბერს 18:30 საათზე ²ٱÆÊÓƵapp-ში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაძვის ხეების კონკურსს, ²ٱÆÊÓƵapp ბენდის დაბადების დღეს, გათამაშებას, კონცერტს, საიდუმლო სანტების გამოვლენასა და ²ٱÆÊÓƵappელი DJ-ის საღამოს მოიცავდა. პრიზებითა და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებიც იყვნენ: ²ٱÆÊÓƵapp-ს დამფუძნებლები თამარ ციციშვილი და სოფო შუბლაძე, მხატვარი ზალიკო სულაკაური და ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.
ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობა ყველა სკოლის 4-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვება კი იმ შემადგენლობამ მოიპოვა, რომელშიც ორი ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა.
სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ:
- ²ٱÆÊÓƵapp-ს სანტა კლაუსი - პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი
- ²ٱÆÊÓƵapp-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - თამარ ციციშვილი
- ²ٱÆÊÓƵapp-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნინო ტოროჯაძე
- ²ٱÆÊÓƵapp-ს ნაძვის ხეების ექსპერტი და ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი - ანა ჩორგოლაშვილი
- მხატვარი ზალიკო სულაკაური, რომელმაც გამარჯვებული გუნდის წევრები პერსონალური კარიკატურებით დაასაჩუქრა.
სტუდენტებმა კონკურსის პირობის მიხედვით მარსზე აღმოჩენილი ქართული ჯიშის ნაძვის ხის ხელოვნური ასლები მორთეს. გუნდებმა მარსული ნაძვის ხის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს და დეკორაციასთან ერთად მარსის ბინადრებიც განასახიერეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:
- კონკურსში მონაწილეობის სიგელი;
- ²ٱÆÊÓƵapp-ს საახალწლო ბრენდირებული სუვენირები;
- ჸ§ƒ�საჩუქრჸ§ƒœენ -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიც გაიმართება გაზაფხულზე);
გამარჯვებული გუნდის წევრები კი კარიკატურებთან ერთად ჸ§ƒ�საჩუქრჸ§ƒœენ სარაჯიშვილის სასაჩუქრე კონიაკით, რომელიც სპეციალურად ²ٱÆÊÓƵapp-ს კონკურსის გამარჯვებულთათვის იყო ბრენდირებული. მათ ასევე გადაეცათ ელექტრონული წიგნები -სგან.
იუბილარმა ²ٱÆÊÓƵapp ბენდმა კი დაბადების დღეზე ²ٱÆÊÓƵapp-სგან ელექტრო გიტარა და მადლობის სიგელები მიიღო ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ცხოვრების ²ٱÆÊÓƵappმჯობესებისთვის. საზეიმო ტორტი ²ٱÆÊÓƵapp ბენდის წევრების გამოსახულებით მათთან ერთად ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტმა გაჭრა. საღამო DJ Ramy-ს კლუბური მუსიკით დასრულდა.
ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epirwo0ioEmMIuI&index=1