19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (²ٱÆÊÓƵapp) ეზოში გაიმართა ²ٱÆÊÓƵapp Welcome Party 2019.
ღონისძიებაზე ახალ ²ٱÆÊÓƵappელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და ²ٱÆÊÓƵapp-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ ²ٱÆÊÓƵappბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.
სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
²ٱÆÊÓƵappელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე ²ٱÆÊÓƵappელები ხართ!
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!