²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

²ٱÆÊÓƵapp-ელების საჩუქარი - ჯომარდობის დაუვიწყარი ტური

²ٱÆÊÓƵapp-ელების საჩუქარი - ჯომარდობის დაუვიწყარი ტური

ორშაბათი, 29 ივნისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ეს პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღე ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტებმა საჩუქრად ჯომარდობის ფედერაციისგან ²ٱÆÊÓƵapp-ს ნაძვის ხეების კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღეს.

ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ღონისძიებაზე „²ٱÆÊÓƵapp-ხალისეთ ახალი წელი ერთმანეთს'' ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო და სუტდენტების მიერ აწყობილი ორიგინალური ნაძვის ხეების შეფასებისას ყველა მათგანი ჯომარდობის ტურით დაასაჩუქრა.

26 ივნისს ²ٱÆÊÓƵapp-ელები ბორჯომში გაემგზავრნენ და კუთვნილი ჯილდო - ექსტრემალური თავგადასავალი - მიიღეს. ჯომარდობის ტური თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო, ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტები სტიქიის ზონაში მოხალისეობრივ სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. პარასკევს კი ისინი სოფელ ჩითახევში შესაბამისი აღჭურვილობითა და გამოცდილი ტრენერების ინსტრუქტაჟით მტკვარზე დაეშვნენ. ჯომარდობის შემდეგ მათ ცხენებით გაისეირნეს და ფრენბურთი ითამაშეს. თბილისში ყველა ბედნიერი და სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯომარდობის ფედერაციას თანამშრომლობისა და დაუვიწყარი საჩუქრისთვის!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა