²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

²ٱÆÊÓƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის, თელავი

²ٱÆÊÓƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის, თელავი

კვირა, 21 აპრილი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (²ٱÆÊÓƵapp) ტრადიციულად აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის. 20-21 აპრილს (2019) ²ٱÆÊÓƵapp „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტთან ერთად თელავს ესტუმრა.

შეირჩა 20 უფროსკლასელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორდღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა „პარტნიორები საქართველოს“ ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.

ბანაკს ესწრებოდა ²ٱÆÊÓƵapp ომბუდსმენი, რომელიც უფროსკლასელებს გაესაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე.

²ٱÆÊÓƵapp-ს საგაზაფხულო ბანაკი ასევე, ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტს - ²ٱÆÊÓƵapp Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

საღამო სასიამოვნო გარემოში გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა ²ٱÆÊÓƵapp Game-ის გამარჯვებული გუნდი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები.

ბანაკების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტური ელჩები.



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა