14 თებერვალს (14.02.2018) სიყვარულის დღის აღნიშვნა ²ٱÆÊÓƵapp-ში უკვე ტრადიციაა. სტუდენტები გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სასიამოვნოდ იწყებენ ახალ სემესტრს. წელს ღონისძიებამ „²ٱÆÊÓƵappზიარე სიყვარული“ შემეცნებითი და გასართობი კომპონენტები გააერთიანა. დაათვალიერეთ საღამოს პირველი ნაწილის ფოტოები, რომლის მთავარი გმირიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე იყო, საჯარო ლექციით „სიყვარულის გაკვეთილები - წერილები შენ“. ინტერაქციული შეხვედრის შემდეგ, ღონისძიება კონცერტით, თამაშებით, კონკურსებითა და სიურპრიზებით გაგრძელდა საზეიმო მიღების ფონზე. #²ٱÆÊÓƵappზიარესიყვარული.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, პოეტ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციის შემდეგ ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტებმა და სტუმრებმა საგანგებოდ მორთულ აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ ³Ҵ¡±«ბ᳥ნდის კონცერტთან ერთად სახალისო, შემეცნებითი თამაშები და სიურპირზები ელოდათ. გემოვნებიანი მუსიკა, აფორიზმები სიყვარულზე, ვიქტორინა, შეჯიბრი პოეზიაში, სპეციალური პრიზები - ჰუგო ბარის ორი ვაუჩერი რომანტიკული ვახშმისთვის, გამარჯვების აზარტი და დიდი მხიარულება - ღონისძიება საზეიმო ტორტთან ერთად ფინალური თამაშით დაგვირგვინდა, რომელიც სიყვარულის გულწრფელად, ორიგინალურად, ემოციურად ახსნას გულისხმობდა. ამ სახალისო აქტივობისთვის სპეციალური პრიზი - ჯეიმს ბლანთის კონცერტის ორი ბილეთი - კომპანია Black Pearl Live-მა დააწესა, რომლის წარმომადგენელმაც, კინ დე ბირმა სტუდენტებს მიმართა და დეტალური ინფორმაცია გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი მეგავარსკვლავის კონცერტის შესახებ. ათამდე კანდიდატს შორის კონკურსის გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და საჩუქარი დამსახურებულად გადასცა ²ٱÆÊÓƵapp-ს სტუდენტს, ნუცი კობახიძეს!
ყველას დიდ მადლობას ვუხდით ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი PR კლუბის წევრ ²ٱÆÊÓƵappელებს, რომლებმაც ღონისძიება დაგეგმეს, განახორციელეს და მთელ ²ٱÆÊÓƵapp-ში გაზაფხულის განწყობა შემოიტანეს. #²ٱÆÊÓƵappზიარესიყვარული.