ٱƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ٱƵapp-ში

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ٱƵapp-ში

ოთხშაბათი, 25 მარტი, 2015

აჩვენე კალენდარზე

„ٱƵapp-ღე კარი გამოწვევებს'' - საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 25 მარტს (2015) ٱƵapp-მ „ლიბერთი ბანკის'' გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს, უმასპინძლა. „საცალო საბანკო ბიზნესის განვითარება 2010-2015 წლებში და სამომავლო პერსპექტივები'' - ამ თემაზე პრეზენტაციას ٱƵapp-ს თანამშრომლები და სტუდენტები, ძირითადად ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ. გიორგი არველაძემ საკუთარი კომპანიის მაგალითზე ფინანსურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და მაკროეკონომიკური გარემოებები მიმოიხილა; სტუდენტებს კერძო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა, რაც „ლიბერთი ბანკის'' მთავარ ბიზნეს-პროფილს წარმოადგენს. ლექცია უშუალოდ და ინტერაქტიულად მიმდინარეობდა. გიორგი არველაძემ აუდიტორიას გააცნო ტრანსფორმაციის პროცესის შედეგები, რომელიც 2010-2015 წლებში „სახალხო ბანკიდან'' „ლიბერთი ბანკამდე'' განხორციელდა. მან ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, ასევე დატოვა პირადი კოორდინატები და სტუდენტებს შეპირდა, რომ სფეროს ირგვლივ გაჩენილ კითხვებს დაუყოვნებლივ უპასუხებს ელექტრონული ფოსტით.

„ლიბერთი ბანკის'' გენერალურმა დირექტორმა ٱƵapp-ს ბიზნესის სკოლასთან მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რაც საჯარო ლექციებზე „ლიბერთი ბანკის'' სპეციალისტების მოწვევას გულისხმობს, ٱƵapp-ს სტუდენტ᳥ბისთვის პრაქტიკის გავლას ითვალისწინებს და საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბის „ახალგაზრდა ბანკირის'' პროგრამაში ჩართვას გეგმავს პროფესიული კარიერის შემდგომი პერსპექტივით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა