²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა ოლიმპიადის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით და აი ეს დღეც დადგა. დღეს, 20 ნოემბერს (2016) შიდა ოლიმპიადა ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა და ²ٱÆÊÓƵapp-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ტრადიციას.
²ٱÆÊÓƵapp-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც ადამიანების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთი ხომ სწორედ ის სპორტია, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ნათელია, რომ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ აღნიშნულ სახეობას ჰყავდა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს რომ ²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა ოლიმპიადა მხოლოდ ფეხბურთით შემოიფარგლება.
²ٱÆÊÓƵapp-ს ელჩების მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული აქტივობები იქნება მრავალფეროვანი და ყველასთვის სასურველი. ველით თქვენს ჩართულობას. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ ²ٱÆÊÓƵappელებს, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პიონერები. 20 ნოემბერს ²ٱÆÊÓƵapp-ს შიდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო შემდეგი შეხვედრებით:
- ოლიმპოსი (ბიზნესის სკოლა) VS Not Fast Just Furious (სამართლის სკოლა) (13-0)
- მეორე მერცხალი (ინჟინერიის სკოლა) VS კოპალა და ბიჭები (ბიზნესის სკოლა) (5-8)
²ٱÆÊÓƵappტანე (სამართლის სკოლა) VS ²ٱÆÊÓƵapp აზრი არ აქვს (ბიზნესის სკოლა) (4-8) შემდგომი თამაშები ჩატარდება 27 ნოემბერს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
- გრანდი VS მთის ლომები
- ²ٱÆÊÓƵappჭიმე VS FC Gazaevi
- ბასა VS IT
ერთად ვუგულშემატკივროთ მოთამაშეებს და გამოვავლინოთ გამარჯვებული. #WeAre²ٱÆÊÓƵapp