²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

²ٱÆÊÓƵapp Fall Camp - ანაკლია

²ٱÆÊÓƵapp Fall Camp - ანაკლია

კვირა, 18 ნოემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (²ٱÆÊÓƵapp) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.

17-18 ნოემბერს (2018) ²ٱÆÊÓƵapp პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, ²ٱÆÊÓƵapp ანაკლიას ესტუმრა.

10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.

ტრენინგთან ერთად, ²ٱÆÊÓƵapp Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - ²ٱÆÊÓƵapp Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ²ٱÆÊÓƵapp Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.

დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა