²ٱÆÊÓƵapp-ს ექსკურსიათა ციკლის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები 20 მაისს (2018) ბორჯომის ხეობას ეწვივნენ. სტუდენტებმა მოინახულეს ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი. ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ, ²ٱÆÊÓƵappელებმა გაისეირნეს ბორჯომის პარკში, მოგვიანებით კი სასიამოვნო გარემოში, მუსიკის თანხლებით გაატარეს ემოციებით დატვირთული კვირა საღამო. მაშინ როდესაც სტუდენტები თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ, გაირკვა, რომ ექსკურსიაში მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის დაბადების დღე თენდებოდა. სტუდენტებმა მთელი ბორჯომი მოიარეს საზეიმო ტორტისა და სანთლების ძიებაში და საბოლოოდ ერთად აღნიშნეს თავიანთი თანაუნივერსიტეტელის დაბადების დღე.
²ٱÆÊÓƵapp-ს ექსკურსიები მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების არააკადემიურ გარემოში გაცნობასა და დამეგობრებას. შემოგვიერთდით, ერთად მოვინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.