²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

შაბათი, 18 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ²ٱÆÊÓƵapp-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება! 

განათლებული, ენერგიული ახალგაზრდები, მაღალკვალიფიციური კადრები და კარგი მოქალაქეები, რომლებიც დღეიდან თავიანთ გამორჩეულ წვლილს შეიტანენ ბიზნესის სექტორისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში!

2015 წლის 18 ივლისს 12 საათზე გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.
ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში მიღება ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ²ٱÆÊÓƵapp-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.

მან დამსწრეებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ²ٱÆÊÓƵapp-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს (სწორედ ამ ტრაგედიის გამო გადაიდო გამოსაშვები ღონისძიება ერთი კვირით და 11 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს შედგა).

ღონისძიებას ესწრებოდნენ ²ٱÆÊÓƵapp-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურსჸ§ƒ�მთავრ᳥ბულ᳥ბი, რომლებმაც დიპლომები რამდენიმე დღის წინ ²ٱÆÊÓƵapp-ში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიღეს. საგანგებო ღონისძიება მათთვის წინსწრებით მოეწყო, რადგან მომდევნო დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი მიხეილ ჩხენკელი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სალექციო კურსს უძღვება.

ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ მიმართა, შემდეგ კი სცენაზე მოიწვია რეიტინგით საუკეთესო ²ٱÆÊÓƵapp-ელები, რომლებსაც დიპლომებთან ერთად საგანგებო სიგელები გადაეცათ. მათ ²ٱÆÊÓƵapp-ში გატარებული წლები, მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ძვირფასი ურთიერთობები და მეგობრობა ემოციური გამოსვლით შეაჯამეს.

დიპლომების გადაცემის შემდეგ ²ٱÆÊÓƵapp-ს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ²ٱÆÊÓƵapp-ს ტრადიციის შესრულებისკენ და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ²ٱÆÊÓƵapp-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს. 


საზეიმო და ამაღლებული განწყობის ფონზე ²ٱÆÊÓƵapp-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს ორიგინალურ აქციაში „ჩვენ ვართ ²ٱÆÊÓƵapp!'' - ვიდეო პერფორმანსის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).

²ٱÆÊÓƵapp-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო რამ მოხდა - ²ٱÆÊÓƵapp-ს კურსდამთავრებულს, მარიამ ლაჭყეპიანს, პირდაპირ ღონისძიებაზე სთხოვა ხელი ²ٱÆÊÓƵapp-ს წინა წლის კურსდამთავრებულმა, დიმიტრი კვირკველიამ. ბედნიერ წყვილს ²ٱÆÊÓƵapp-სგან ექსპრომტად საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება საპატარძლო თაიგულის სროლით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა