²ٱÆÊÓƵapp

სიახლეები და ღონისძიებები

სტუდენტთა II საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია "შექმენი უკეთესი მომავალი დღეს მეცნიერების დახმარებით"

სტუდენტთა II საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია "შექმენი უკეთესი მომავალი დღეს მეცნიერების დახმარებით"

ორშაბათი, 04 ივლისი, 2022

აჩვენე კალენდარზე

2022 წლის 1 და 2 ივლისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისÌýმედიცინის სკოლამ უმასპინძლა სტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციასÌý"შექმენი უკეთესი მომავალი დღესÌýმეცნიერების დახმარებით".Ìýკონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - ²ٱÆÊÓƵapp, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი - DTMU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ILIAUNI, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU, საქართველოს უნივერსიტეტი - UG, ევროპის უნივერსიტეტი - EU) და საფრანგეთის Ìýჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის სტუდენტები, მაგისტრები და დოქტორანტები ბიოსამედიცინო მიმართულებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში.

Ìý

სტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრი იყვნენ პროფესორი კარენ სპრუიტი, Prof. Dr. Karen SPRUYT (PhD, HDR), ÌýInserm - საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, ÌýUniversité de Paris, NeuroDiderot-დან.Ìý

Ìýსტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზეÌýწარმოდგენილი 23 ნაშრომი შეფასდა ექსპერტთა პანელის მიერ და გამოვლინდა საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორი/ავტორები:Ìý

  1. Shivani Pandurang Ghundare - "Meditation: Controlling the Controller (Brain)" შივანი პანდურაგ გჰუნდარე, მედიტაცია; კონტროლიორის (თავის ტვინი) მაკონტროლებელი-ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი, I ადგილი
  2. Nani Gholijashvili - Effects of physical exercise on declarative memory. Narrative review. ნანი გოლიჯაშვილი, ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დეკლარაციულ მეხსიერებაზე. ნარატიული მიმოხილვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, II ადგილი
  3. LITESH NANDKISHOR DAYAMA , HIMAKSHIE BHARADWAJ Ongoing COVID-19 patient with pre-existing Idiopathic Pulmonary Fibrosis and the use of pirfenidone in such cases: A case report. ლიტეშ ნანდკიშორ დაიამა, ჰიმაკშიე ბჰარადვაჯ, COVID-19-ს მიმდინარეობისას იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი და პირფენიდონის გამოყენება ამ შემთხვევაში: კლინიკური შემთხვევის აღწერა. Ìýევროპის უნივერსიტეტი, საქართველო. III ადგილი

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კლინიკური სასწავლო ტრენინგ-კურსებით, რომლებში მონაწილეობის დაფინანსებას უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა